თამარ ჩერგოლეიშვილის გამოხმაურება მიხეილ სააკაშვილი შეფასებაზე, რომელიც მან გიგა ბოკერიას შესახებ, “მთავარი არხი”-ს ეთერში გააკეთა.
“იმ ორი ჟურნალისტის საყურადღებოდ მინდა ვთქვა სააკაშვილი რომ ყავდათ ეთერში და შოკში არიან.(იგულიხმება ნიკა გვარამია და ეკა კვესიტაძე) რა გიკვირთ?- გადალახული აქვს მაგ კაცს ის წერტილი, საიდანაც უკან არ ბრუნდებიან.
თავის დროზე, სუსტი რგოლები რომ არ ეპოვა ჩვენში და კედელივით დავმდგარიყავით – დაგვეჯახებოდა და მოჯდებოდა. მისთვისაც კარგი იქნებოდა და ქვეყნისთვისაც. მაგრამ, მაგან სუსტი რგოლები იპოვა, გაგვარღვია, პარტია დაშალა და ნარჩენს ხელყუმბარასავით იქნევს.
მის გადასარჩენადაც ჯობდა თავისი ვერ გაეტანა! მცირე, მაგრამ მაინც შანსი იყო, აქამდე არ მოსულიყო. არადა, რა საწყენია? რამხელა მემკვიდრეობის ფიგურაა და რა მდგომარეობაში ჩაიგდო თავი.” – წერს ჩერგოლეიშვილი.
