სააკაშვილი მალე ალბათ, ჩემი 9- წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს, – ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერიასაქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს.
„ისე, ხუმრობის გარეშე, ნამდვილად ასეა, „ვარდების რევოლუციის“ როგორც მიღწევების, ისე მძიმე ჩავარდნების მემკვიდრე არის „ევროპული საქართველო“, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და არა სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა,”- აღნიშნავს გიგა ბოკერია.
დეპუტატი ამბობს, რომ ამაზე მეტს ახლა სააკაშვილის განცხადებაზე ვერაფერს იტყვის და ამ თემას ცალკე ბრიფინგი მიეძღვნება.
კომენტარები
