მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია “მთავარ” არხზე საკუთარ სურვილებზე ისაუბრა – როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მასაც სურს სიკვდილის შემდეგ ეკლესიის შესასვლელში დამარხონ და ხალხმა ზედ გადაიაროს.
“ყველას როლს და ადგილს მიუჩენს ქართველი ხალხი ღირსეულს. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ახალი თაობა პოლიტიკოსების, ისინი იქნებიან ვარსკვლავები. ეს ვარსკვლავები უკვე არსებობენ. თვალები უნდა გავახილოთ და დავინახავთ, რომ ესენი არიან. ჩვენზე უკეთესადაც ლაპარაკობენ, აზროვნებენ…
მე ნათქვამი მაქვს რომ ვიქნები, ახლა მთლად არ მინდა დავით აღმაშენებელს შევედარო იმიტომ, რომ იქ დავდე ფიცი, მაგრამ იქ ხომ ის არის, რომ ყველამ… გავწვები და გადაიარონ ჩემზე, გადაიარონ ჩემზე, მე ვიყო ხიდი. “ – განაცხადა სააკაშვილმა
კომენტარები