საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა, – ინფორმაციას საქართველო პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში, არასრულწლოვანმა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, ერთი პირი ცივი იარაღით დაჭრა, რის შედეგადაც დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული 29 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
