ეს კაცი ფსკერს დაბლაა , – ამის შესახებ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს და ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ეხმაურება.
მისი თქმით, ერთ ხელში ჯვარს დაიჭერს, მეორეში კომბალს და ფეხშიშველი ჩამოვა საქართველოში. “ეს რომ წამოატროყიალა, კვესიტაძემ ჩაუზუსტა, ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში აპირებთ ჩამოსვლასო? და ამაზე აღარ უპასუხია, აღარ უთქვამს კიო. ასე, რომ ერთ ხელში ჯვარს დაიჭერს, მეორეში კომბალს და ფეხშიშველი კი მოვა, მაგრამ როდის… ეგ ჯერ არ ვიცით”, – წერს კაკაბაძე.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ზემოხსენებული განცხადებები “მთავარი არხის” ეთერში გააკეთა.
კომენტარები