ვანო მერაბიშვილი ციხეს რამდენიმე თვეში დატოვებს. უკვე ცნობილია, რომ ის აქტიურ პოლიტიკაში ჩაბმას აპირებს. ჩნდება კითხვა – სად წავა მერაბიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ თუ „ევრუპულ საქართველოში“?
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი “ჰოთნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ძველი ჩინოვნიკების ადგილი ახალ მთავრობაში არ არის.
„დიდი მადლობა იმისთვის, რაც გაუკეთებია, თუმცა ვერ ვხედავ ყოფილ ჩინოვნიკებს ახალ მთავრობაში. დღეს ჩვენ გვაქვს ახალი საქართველო ასაშენებელი ახალი ადამიაებით, ახალი ენერგიით და არა – ჩინოვნიკებით, რომელთაც რაღაც უკეთებიათ ან არ უკეთებიათ. მან ხომ თავად მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილებები, როცა პარტიის გენერალური მდივანი იყო, ყველა თავად ქმნის პოლიტიკურ მომავალს და რას გააკეთებს ივანე მერაბიშვილი მომავალში, ნამდვილად არ ვიცი. ის, რომ კარგი მოხელე იყო თავის დროზე და ებრძოდა კრიმინალს, ეს ჩემ გარეშეც იცის ქართველმა ხალხმა. ეს გავიგეთ, დიდი მადლობა, მაგრამ დღეს სხვა დროა კალენდარზე, 2019 წელია და წინ გვინდა სიარული და არა – უკან დაბრუნება.“- აცხადებს ხაბეიშვილი.
