„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა იმერეთის რეგიონში მომხდარი დანაშაულის შესახებ, რომლის მთავარი ფიგურანტი ყოფილი სამართალდამცველია.
47 წლის მამაკაცი, რომელიც წლების წინ ერთ-ერთი რაიონის წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი გახლდათ, 7 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედებისა და გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით გაასამართლეს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მას 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამჟამად კი საქმე სააპელაციო სასამართლოში განიხილება.
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილია, რომ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და ცეცხლსასროლი იარაღი.
როგორც გავარკვიეთ, ბრალდებულს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ბავშვის დედასთან. მოგვიანებით, თავად ბავშვმა უამბო დედას მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც ქალმა პოლიციას მიმართა.
კომენტარები
