ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში ახალი ბალისტიკური რაკეტა წარმატებით გამოსცადა. ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა და შესაბამისი ფოტოები გამოაქვეყნა. რაკეტის გამოცდა წყალქვეშა ხომალდიდან განხორციელდა.
ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა აშშ-სთან დაგეგმილ სამუშაო შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე გამოსცადა. ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის სამუშაო შეხვედრები 5 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
კომენტარები