პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა“ ახალი კომპანია „შმაქსი“ დააფუძნა. როგორც პარტიაში აცხადებენ, „შმაქსი“ ტაქსებზე რეგულაციების საპასუხოდ დაფუძნდა.
„შმაქსის „ პრეზენტაცია წიწამურში გაიმართა. როგორც ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, „შმაქსში“ გაწევრიანებული იქნებიან მასწავლებლები, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით იმოძრავებენ და მსურველებს „ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტში გადაიყვანენ, ამავდროულად მათ გირჩის იდეებს გააცნობენ თავისუფლებას შესახებ. მგზავრობის საფასური კი, მიღებული ინფორმაციის მიხედვით გაიზომება.
წიწამურიდან წამოსული „შმაქსისტების“ კოლონა პატრულმა თბილისის მიმდებარედ გააჩერა, თუმცა არ დააჯარიმა. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მათ პატრულის თანამშრომლებს ოფიციალური რეგისტრაციის ამონაწერი აჩვენეს და განუმარტეს, რომ ის საგანმანათლებლო პროექტია.
ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, თბილისში ამ ეტაპზეც 20-მდე „შმაქსი“ მოძრაობს და მსურველებს სწორ ინფორმაციას აწვდიან.
