5-6 ოქტომბერს “თბილისობა 2019“ აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებები რამდენიმე ადგილას გაიმართება, ეს ადგილმდებარეობებია: რიყე, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდი, ევროპისა და ორბელიანის მოედნები.
თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისობის წლევანდელი პროგრამა განახლებულია და მრავალფეროვან აქტივობას მოიცავს. ღონისძიებებს შორის იქნება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები; კულინარიის, ტკბილეულისა და ყვავილების ფესტივალები; კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები; “მულტიეთნიკური თბილისი“ რიყეზე; ორბელიანის ღია ბაზარი; პროექტი “გვიდირიჟორე“; თბილისთან დაძმობილებული ქალაქების პავილიონები; მუსიკალური წარმოდგენები და სხვა.
ლეღვთახევში მოეწყობა “მუზეუმი ღია ცის ქვეშ“, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექცია კლდეზე: ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოები, ცნობილი ფერწერული ნამუშევრები და ა.შ. ამ ადგილის დათვალიერებისას ინსტალაციის შესაბამისად შეიცვლება მუსიკა და გამოსახულება. მეტეხის ხიდზე კი სპორტული და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა მოეწყობა.
5 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტი – “მე ვარ თბილისი“. გალაკონცერტი კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება.
წარმოდგენილი იქნება: “დილის საარი“, მოძრაობის თეატრის კომპოზიცია; ცინუკი დადიანის კადრები და ნუკრი კაპანაძე – “გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო“; “საჰაერო კინტაური“; სოფიკო ჭიაურელი და ნატო მურვანიძე “კინტაური “ხანუმადან“; გიორგი სუხიტაშვილის გამოსვლა; ლადო გუდიაშვილის ცეკვა და მოძრაობის თეატრის კომპოზიცია – “ქართველი მხატვრები“; კახი კავსაძის ჩანაწერი, ბელა მირიანაშვილის კადრები. მიშო ჯავახიშვილი და ნანუკა ხუსკივაძე – “ქარი კვლავ არხევს“; ნინო რამიშვილის “ჯეირანი“, “სუხიშვილების“ “დავლური“ და “ყარაჩოღლური“; გიული ჩოხელი და ნოდარიკო ხუციშვილი – კომპოზიცია “მოგონებები“; ჭაბუკიანის კადრები და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო დასის ნომერი; ნანული აბესაძე – “შენ, მხოლოდ შენ“; გოგი ალექსიძისა და მარიამ ალექსიძის ნომერი – ერთგვარი ერთობლივი ცეკვა გალაკტიონის ლექსზე); გოგი დოლიძის კადრები – ეკა მამალაძე და მიშო ჯავახიშვილი – “მონატრება“; კონცერტის დასასრულს კი ნანი ბრეგვაძე – “მუხამბაზი“ და ფინალური ნომერი, მიშა მდინარაძის მუსიკალური კომპოზიცია, რომელსაც ყველა მომღერალი ერთად შეასრულებს.
თბილისობის დასასრულს, 6 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ევროპის მოედანზე, დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება განუმეორებელი სანახაობა – “მუარე იქსფირიენს“, რომელიც წარმოადგენს აკრობატების საჰაერო შოუს როკმუსიკის თანხლებით.
“თბილისობა 2019“-ის პროგრამა:
5 ოქტომბერი
რიყის პარკი
12:00 – 20:00
• ტრადიციული გასტრონომიული ფესტივალი
• ტკბილეულის ფესტივალი
• საბავშვო-გასართობი აქტივობები და ატრაქციონები
• საბავშვო კონცერტი
• ინსტალაცია – ,,ფიროსმანის პერსონაჟები“
• სპორტული აქტივობები
• ,,მულტიეთნიკური თბილისი”
ორბელიანის მოედანი
12:00 – 20:00
• ყვავილების ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი”
• ქართული ფილმის და მუსიკის პავილიონები
• თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები
• ,,ORBELIANI OPEN MARKET”
• მარიონეტების კოსტიუმირებული კარნავალი (მუსიკოსი ყარაჩოხელების
ორკესტრი “მაღალი აბელა” და “ხანუმა”)
• პროექტი „გვიდირიჟორე“
ლეღვთახევი
12:00-22:00
• “მუზეუმი ღია ცის ქვეშ“
მეტეხის ხიდი
12:00-18:00
• სპორტული და რარიტეტული ავტომობილების გამოფენა
მუსიკალური ღონისძიებები და ღია წარმოდგენები
ორბელიანის მოედანი
• 14:00 – თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი – “Wayne
McGregor“ და ქართველო ქორეოგრაფების კო-პროდუქცია / ქუჩის წარმოდგენა
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში
• 20:00 – თბილისობის გალა კონცერტი და საპატიო თბილისელის
დაჯილდოების ცერემონია
6 ოქტომბერი
რიყის პარკი
12:00 – 20:00
• ტრადიციული გასტრონომიული ფესტივალი
• ტკბილეულის ფესტივალი
• საბავშვო-გასართობი აქტივობები და ატრაქციონები
• საბავშვო კონცერტი
• ინსტალაცია – “ფიროსმანის პერსონაჟები“
• სპორტული აქტივობები
ორბელიანის მოედანი
12:00 – 20:00
• ყვავილების ფესტივალი “შემოდგომის თბილისი”
• ქართული ფილმის და მუსიკის პავილიონები
• თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები
• “ORBELIANI OPEN MARKET”
• მარიონეტების კოსტიუმირებული კარნავალი (მუსიკოსი ყარაჩოხელების
ორკესტრი “მაღალი აბელა” და “ხანუმა”)
• პროექტი ”გვიდირიჟორე”
ლეღვთახევი
12:00-22:00
• “მუზეუმი ღია ცის ქვეშ“
მეტეხის ხიდი
12:00-18:00
• სპორტული და რარიტეტული ავტომობილების გამოფენა
მუსიკალური ღონისძიებები და ღია წარმოდგენები
ორბელიანის მოედანი
• 17:00 თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი
ევროპის მოედანი
• 20:00 სპექტაკლი ”MUARE EXPERIENCE” – საჰაერო თეატრი როკ მუსიკის
თანხლებით, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში.
