ხონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველს, კობა კეთილაძეს, რომელსაც 55 წელი შეუსრულდა, დღეს სამსახურში ბოლო სამუშაო დღე ჰქონდა. იგი 8 წლის განმავლობაში ერთგულად და განსაკუთრებული პროფესიონალიზმით მსახურობდა სახანძრო-სამაშველო სამსახურში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ღვაწლმოსილ მეხანძრე-მაშველს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხონის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში ესტუმრა, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას, ასევე, სახანძრო-სამაშველო ძალების სამმართველოს უფროსის მოადგილე ლაშა თვაური და იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ჯღამაძეც ესწრებოდნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ახალი ინიციატივა დაინერგა, რომელიც დამსახურებული მეხანძრე-მაშველების სათანადოდ დაფასებას და სამსახურიდან მათ ღირსეულად გაცილებას ემსახურება. აღნიშნული სიახლე სამომავლოდ ტრადიციად დამკვიდრდება.
მეხანძრე-მაშველი კობა კეთილაძე სამსახურიდან განსაკუთრებულად გააცილეს
05.10.2019 12:04:26
ნანახია: 558 ჯერ
