საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით და თბილისის მერის, კახა კალაძის მხარდაჭერით, თბილისობა 2019-ის ფარგლებში, ორბელიანის მოედანზე მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ნივთი შეიძინოს. მოცემული ნივთების რეალიზაციიდან მიღებული თანხა მსჯავრდებულების ანგარიშებზე ირიცხება და მათი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.
პროცესს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ადგილზე გაეცნენ. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ პენიტენციური სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაა.
“მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის უმნიშვნელოვანესია მსგავსი აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს მსჯავრდებულთა როგორც დასაქმებას, ასევე იმას, რომ პატიმრებმა მათ მიერ გაწეული შრომის შედეგი მიიღონ. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, წავახალისოთ პენიტენციურ სისტემაში განთავსებული თავისუფლებააღკვეთილი პირები იმისთვის, რომ უსაქმოდ კი არ ატარებდნენ მთელ დღეს, არამედ დასაქმდნენ, ისწავლონ და მაქსიმალურად გამოიყენონ მათთვის სასჯელის სახით განსაზღვრული დრო იმისთვის, რომ საკუთარ თავზე იმუშაონ, რაც მათ გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესში დაეხმარება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
თბილისობის ფარგლებში, ორბელიანის მოედანზე 7 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების 283 ნივთია გამოფენილი. მათ შორის არის ნახატები, თექით, ტყავით შესრულებული ნამუშევრები, ხეზე ნაკვეთი ნივთები, სამკაულები და სხვა.
თბილისობაზე მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს
05.10.2019 16:42:51
კომენტარები
ნანახია: 558 ჯერ
