ია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ადამიანები ერთმანეთს პირში აქებენ, მერე გაკეთებულ საქმეს შეუქებენ, ხოტბას შეასხამენ, წარმატებას ულოცავენ, მერე მოტრიალდებიან და ლაფს ასხამენ.
ბევრმა არ იცის რა საშინელებას, სიბინძურეს და გაუგონარს ლაპარაკობენ მათზე ირვლივ მყოფი. ვერც ვერავინ ეუბნება, იმიტომ რომ გამეორებაც კი შეუძლებელია.
არ დაღუპო ადამიანი, არ შეაქო ტყუილა, არ უთხრა რომ ძალიან ჭკვიანია, ძალიან ლამაზი, გემოვნებიანი და შეუდარებელი. ბევრი ამას იჯერებს და სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს, მერე ამაზე ხალისობს და აგდებულად საუბრობს ხალხი.
აუცილებლად იგივე გელოდებათ თქვენც ,,კეთილო” ადამიანებო.
რთულიაო სიმართლის თქმა. არავის არ უნდა სიმართლის მოსმენაო.
ტყუილი შექება დამღუპველია, განსაკუთრებით სუსტი ადამიანისთვის, როცა მათ თვით კრიტიკა ნულის ტოლფასი აქვსთ.
დაკარგული აქვს მნიშვნელობა სიტყვებს: ჭკვიანი, ნიჭიერი, გონიერი, ლამაზი, წესიერი, კეთილი, ზნეობრიბი, პატრიოტი, ერთგული და ვინ ჩამოთვლის.
არსებობს შექება – ხათრისთ, შიშით, არ ეწყინოს ან ასიამოვნო საჭიროების მიხედვით, ან არ იფიქროს შეგშურდა.
როგორი უყურადღებო უნდა იყო, როგორ არ უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი, როგორ არ უნდა უფრთხილდებოდე საკუთარ სულს და მომავალს, რომ არ დაკარგო ყველაზე მთავარი – სინდისი, ნამუსი, თავმოყვარეობა, ავტორიტეტი, რეპუტაცია და ღირსება.
ამას ყველაფერს გიკეთებენ ცრუ მეხოტბენი, რომელიც გარს გივლიან. თუმცა ისინიც შენნაირები არიან.
ზოგჯერ გაუაზრებლად, ზოგჯერ გამიზნულად, ოღონდ ტყუილა: რა მაგარი ხარ, რა ნჭიერი ხარ, შენ ყველაფერი შეგიძლია, მტრის ჯინაზე ყველაფერი შეძელი, ძალიან ლამაზი ხარ.მიყვარხარ.
უთხრა და დაიღუპა.
ათქმევინა და დაღუპა.
გიორგი ჯაჯანიძე”