ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ჩატარებული ახალი კვლევა ელექტროსიგარეტის მავნე ზემოქმედებაზე მიუთითებს.
დასკვნის მიხედვით, ელექტროსიგარეტი ფილტვის კიბოს იწვევს.
ლაბორატორიული კვლევით თაგვების 58%-ში პათოლოგიისთვის დამახასიათებელი ნიშნები დადასტურდა. კვლევის დროს ცხოველები სამ ჯგუფად გაიყო. პირველ ჯგუფში შემევალი 40 თაგვიდან ფილტვის კიბო ცხრას განუვითარდა.
აშშ-ში ელექტროსიგარეტების მომხმარებლებს შორის დაუდგენელი დაავადება გავრცელდა. ამის გამო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ელექტრონული სიგარეტების აკრძალვის გეგმა წარადგინა, ელექტროსიგარეტების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Juul-ის დირექტორმა კი თანამდებობა დატოვა.
imedinews.ge
კომენტარები