კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამხედრო თვითმფრინავი Ан-72 ჩამოვარდა. ინფორმაციას კონგოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თვითმფრინავი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთას ასრულებდა. ბორტზე ოთხი მგზავრი და ოთხი ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ბორტთან კავშირი აფრენიდან 59 წუთში გაწყდა. თვითმფრინავი გომის აეროპორტიდან 10 ოქტომბერს გავიდა და კინშასას მიმართულებით მიფრინავდა.
ამ დროისათვის ინციდენტზე დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.
კომენტარები