საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Standard&Poors საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB მინუსიდან“ BB-მდე გააუმჯობესა.
საკრედიტო რეიტინგის ცვლილებასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრმა დღეს ბრინფინგი გამართა. ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მთავარ გამოწვევად ეკონომიკის სიმცირე რჩება, ამიტომ მდგრადი ეკონომიკური ნაბიჯები ამ პრობლემის აღმოფხვრამდე მიგვიყვანს.
მინისტრმა ის მიზეზები განმარტა, რომლის საფუძველზეც რეიტინგი გაუმჯობესდა. პირველ რიგში, ეს არის რეფორმა, რომელიც საქართველომ განახორციელა, მათ შორის არის როგოორც განათლების რეფორმა, ასევე საპენსიო, მიწის და საგადასახადო რეფორმა.
კომენტარები