როცა ვთქვი, რომ არჩევნების ჩასატარებლად გულია საჭირო და არა ფული, ბევრმა დამცინა და თქვა, რომ გიჟი ვარ. ორ-სამ დღეში კი, უკვე 11 ოფისი გვაქვს და იცით რატომ?! – ადამიანები ოფისებს საკუთარ სახლებში ხსნიან და ეს ოფისები ნული თეთრი გვიჯდება, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, გიორგი ვაშაძემ გადაცემა „2030“-ში განაცხადა.
“ჩვენ ძალიან ბევრი დამფინანსებელი გვეყოლება. მეხმიანებიან უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და ანგარიშის გახსნას მთხოვენ. ჩვენი პოლიტიკური ძალის სახელწოდება ფეისბუქზე ახლა ირჩევა, რაშიც ათასობით ადამიანია ჩართული. კანდიდატების შერჩევაში ყველა ჩვენი წევრი თუ დამფუძნებელი მიიღებს მონაწილეობას. მაისის ბოლოს დაფუძნების ღონისძიება გვექნება და ყველას მოვუწოდებ, ამ დიდი პროექტის დამფუძნებელი გახდეს”, – განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, დღეს საქართველოს სრულიად ახალი პერსპექტივა, პოლიტიკაში ახალი თაობა და ენერგია სჭირდება.
“საქართველოში ხელისუფლებები ერთმანეთს ცვლიდნენ, მაგრამ ახალი ძალა, რომელიც მოდიოდა, ძველს მტერს უწოდებდა. „ქართული ოცნებაც“ ასეთი ბოღმით და შურისძიებით მოვიდა. არ შეიძლება, ყველაფერი შურისძიებაზე და ბოღმაზე დავაფუძნოთ. ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ და გაერთიანება გვჭირდება. უნდა ავირჩიოთ, ერთმანეთს დავუპირისპირდეთ და კიდევ ერთხელ ვიჩხუბოთ თუ გავერთიანდეთ და სრულიად ახალი განვითარება დავიწყოთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძე – ჩვენ ძალიან ბევრი დამფინანსებელი გვეყოლება
2016/05/12 00:26:04
კომენტარები
ნანახია: 1804 ჯერ