იაპონიაში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. სტიქიას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, 150-მდე კი დაშავდა.
ქვეყნის 12 პრეფექტურაში, მათ შორის ტოკიოში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული. ადიდებულია მდინარეები.
შეწყვეტილია სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა. სტიქიის გამო ტოკიოს სანაპიროსთან პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი ჩაიძირა. “ჰაგიბისი” ბოლო 60 წლის განმავლობაში იაპონიაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნია.
კომენტარები