ქურთები, თურქეთს ჩრდილოეთ სირიაში სამხედო ოპერაციის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავს. მათი თქმით, თუ კი თურქეთი არ შეწყვეტს სამხედრო ოპერაციებს, ქურთები აღარ დაიცავენ იმ ციხეებს, სადაც “ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები არიან დაპატიმრებულები.
განცხადება ქურთი მებრძოლების ლიდერმა გააკეთა. მისი ინფორმაციით, რამდენიმე ტერორისტმა ციხიდან გაქცევა უკვე მოახერხა.
თურქეთ-სირიის საზღვარზე აქტიური საბრძოლო მოქმედებებია. დაღუპულია 50-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და 100-მდე სამხედრო. დანაკარგია როგორც ქურთულ, ასევე თურქულ მხარეს. 100 ათასზე მეტი ქურთი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა.
კომენტარები