ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 16 ოქტომბრის მდგომარეობით, რაჭაში 1440 ტონა ყურძენი – მუჯურეთული და ალექსანდროულია ჩაბარებული.
სააგენტოს ცნობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დღეისთვის ღვინის მწარმოებელი 10 კომპანია ადგილობრივი მევენახეებისგან ყურძენს 18 ლოკაციაზეიბარებს.
ამასთან, როგორც სააგენტოში აცხადებენ, ამბროლაურში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი მობილიზებულია, რომ მოსავლის დაბინავების პროცესი ორგანიზებულად წარიმართოს.
კომენტარები
