საქართველოს რკინიგზა ავრცელებს ინფორმაციას, რომ 20 აგვისტოს „Black Sea Arena”-ზე ჯგუფ „SCORPIONS”-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის ბათუმიდან ორი დამატებითი ჩქარი საგარეუბნო მატარებელი დაინიშნა.
“20 აგვისტოს „Black Sea Arena“-ზე ჯგუფ „SCORPIONS”-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის ბათუმიდან ორი დამატებითი (#7001/7002 და #7003/7004) ჩქარი საგარეუბნო მატარებელი დაინიშნა.
საგარეუბნო მატარებელი #7001/7002 ბათუმის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 16:25, ურეკში ჩავა 17:10. ურეკიდან გამოვა 17:25 და ბათუმში 18:32 ჩავა.
ხოლო მატარებელი #7003/7004 ბათუმის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 19:05, ურეკში ჩავა 19:50. ურეკიდან გამოვა 20:00 და ბათუმში ჩავა 20:45.
აღნიშნულ მატარებლებს გაჩერებები მახინჯაურში, ჩაქვში, ქობულეთში, ოჩხამურში, ნატანებსა და ურეკში ექნებათ.
საქართველოს რკინიგზა სასიამოვნო მგზავრობას გისურვებთ!”, – ნათქვამია განცხადებაში.