რა სჭირს კახა კალაძეს ქონების გადასამალ-გადასაფორმებელი? საკუთარი ნიჭით და შრომით მიაღწია წარმატებას, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარია თბილისის მერის შესახებ საინფორმაციო სააგენტო პრესა.ჯი-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
“პოლიტიკაში არსაიდან, ცალ-ცალი ჩექმით მოსული და ხალხის ხარჯზე გამდიდრებული ჩინოვნიკი ბევრი გვინახავს. რა სჭირს კახა კალაძეს ქონების გადასამალ-გადასაფორმებელი? საკუთარი ნიჭით და შრომით მიაღწია წარმატებას, არაერთ მსოფლიო დონის ასპარეზზე, რომელსაც ცხადია ფინანსური კეთილდღეობაც მოჰყვა. ჩვენი ოპონენტების და მათი პარტიული პროპაგანდისტული მანქანების პრობლემა ის არის, რომ ხალხზე დაბალი წარმოდგენა აქვთ. ისინი ფიქრობენ, რომ ადამიანები ნებისმიერ ტყუილს დაიჯერებენ. თუმცა ტყუილსაც უხარისხოდ ავრცელებენ”– , განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
