ამერიკის შეერთებულმა შტატებში ჩრდილოეთ სირიაში საკუთარი სამხედრო ბაზები დაბომბა. იერიში ორმა F-15-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავმა მიიტანა.
დაეშთან მებრძოლი კოალიციის სპიკერის, ამერიკელი პოლკოვნიკის განცხადებით, სამხედრო ამუნიცია განადგურდა, რათა შეიარაღება ტერორისტების ხელში არ მოხვდეს.
ბაზა ამერიკელმა სამხედროებმა რამდენიმე დღის წინ ტრამპის გადაწყვეტილებით დატოვეს. ის კობანთან ახლოს მდებარეობდა. მიზეზი თურქეთის მიერ ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყება გახდა.
კომენტარები