ნაციონალებს სირი სულ როგორ გელანდებათ? – ნიკა მელიას მიერ ფეისბუქში ატვირთული ვიდეოს ფრაგმენტს, ტელეკომპანია იმედის თანამშრომელი ირაკლი მოსეშვილი გამოეხმაურა:
“მე ვარ ირაკლი მოსეშვილი, ის ადამიანი, ვისი ხმაც ხმამაღალი კავშირით გაისმა პირდაპირ ეთერში. ტექნიკური ხარვეზი იყო. სინამდვილეში საეთეროს, რომელიც მთხოვდა, გადაცემა დროზე დასრულებულიყო, ვეუბნებოდი სიტყვას: “ვცდილობ”. ვინც ჩანაწერს ჯანმრთელი სმენით მოუსმენს, ამას მკაფიოდ გაიგებს, და ვინც მისმენს, სტატუსში დაწერილი ასოთწყობა ჩემს ლექსიკაში არ არის. ისე ბგერების ეს წყობა ვისთვისაც უფრო ხშირად სმენადია, ალბათ იმან ასე გაიგო. არ მოველოდი, რომ ბოღმანანთხევი ცინიზმი და შუბლძარღვგაწყვეტილობა ჩემამდეც მოაღწევდა. ისე, “ნაციონალებს” “სირი” სულ როგორ გელანდებათ?”
ასე უპასუხა ირაკლი მოსეშვილმა ნიკა მელიას, რომელმაც იმედის ეთერში გასული ხმა “ვცდილობ” გაიგო როგორც “სირო” და ამას სოციალურ ქსელში სტატუსიც მიუძღვნა.
