ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში დაღუპული 29 წლის გიგა ბოჭორიშვილის ახლობელი სოციალურ ქსელში მის ფოტოებს აქვეყნებენ და ემოციურ წერილს წერს.
“გიგალო ძალიან დაგვწყვიტე გული, ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული. ასეთი ახალგაზრდა რატომ უფალო? არ მჯერა კიდევ რომ შენ აღარ ხარ. საწყალი შენი ოჯახი როგორ ვანუგეშოთ? გრძნობდი ალბათ ყველაფერს, მალე ვეღარ მნახავთო ასე იძახდი. ეჰ გიგალო ძალიან მეწყინა. დიდი ტკივილი ხარ შენი ოჯახსითვის და ყველასთვის”, – წერს გარდაცვლილის ახლობელი.
ახალგაზრდა მამაკაცი ჭიათურის მაღაროში გუშინ დაიღუპა. მას მეუღლე და 8 თვის შვილი დარჩა.
კომენტარები
