გურამიშვილის გამზირზე, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ყველა პირი გამოიკითხება, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს ადგილზე განუცხადა.
მისივე თქმით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით, შესაბამისად, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა პირი, დადგინდება ყველა დეტალი თუ რამ გამოიწვია აფეთქება.
„ამ ეტაპზე ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით საუბარი ნაადრევია. გამოძიება დაწყებულია. გარწმუნებთ, კორპუსში მცხოვრები ყველა პირი გამოიკითხება“, – განაცხადა საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ.
კომენტარები
