ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს აკონტროლებს – ასე ეხმიანება თეთრი სახლის ლიდერი თურქეთ-სირიის საზღვარზე არსებულ ვითარებას. როგორც ტრამპი ამბობს, ხელშეკრულების პირობებს როგორც თურქები, ისე ქურთები ასრულებენ. პარალელურად, სირიის პრეზიდენტმა რუსული დელეგაცია მიიღო. ასადმა თქვა, რომ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში თურქეთმა შეტევა შეაჩერა, თუმცა მისი პრიორიტეტია სირიის ტერიტორიებიდან სხვა ქვეყნების სამხედრო ძალების გაყვანა. ანკარისა და ვაშინგტონის მოლაპარაკების შედეგად ოპერაცია “მშვიდობის წყარო” 5 დღით შეჩერდა:
“თურქეთთან თანამშრომლობა ძალიან კარგად მიდის. ცეცხლი შეწყვეტილია, პაუზაა, რაც გინდა ის უწოდეთ. დილით იყო გარკვეული სროლა, აფეთქებები, თუმცა სწრაფადვე აღმოიფხვრა ეს პრობლემა. მონიტორინგს ატარებს თურქეთიც. ვსაუბრობთ ქურთებთანაც და შედეგებით ძალიან კმაყოფილები ვართ. ამერიკის შეერთებული შტატები აკონტროლებს “ისლამურ სახელმწიფოსა” და ასევე ნავთობის საბადოებს, რომლებიც წუხილის საგანი იყო. ამერიკა ყველაფერს აკონტროლებს,”- განაცხადა დონალდ ტრამპმა.