ცნობილი მსახიობი ჯეინ ფონდა საპოტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისევ დააპატიმრეს. გამოცემა Hollywoodreporter-ის ცნობით, ის კლიმატის ცვლილებების გასაპროტესტებლად კვლავ აქციას მართავდა და მასთან ერთად მსახიობი სემ უოტერსტონი დააპატიმრეს, რომელიც ფონდასთან ერთად ადრე ტელესერიალში მონაწილეობდა.
ადგილობრივი პოლიციის თქმით, ისინი უკანონოდ მართავდნენ აქციას და არეულობის თავიდან აცილების მიზნით, მათთან ერთად 17 დემონსტრანტი დააპატიმრეს.
მსახიობების დაპატიმრების ამსახველი კადრები Twitter-ზე გავრცელდა.
კომენტარები