გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსთან მთელი ღამის განმავლობაში ნაძალადევის გამგეობისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ. დაახლოებით 170 ადამიანი სასტუმროებშია გადაყვანილი.
ნაძალადევის რაიონის გამგებლის, ირაკლი ხელაძის თქმით, კორპუსში ყველაზე მეტად დაზიანებულია მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულები. სხვა სართულების მოსახლეობა, კი დაახლოებით ერთ კვირაში შეძლებს ბინებში დაბრუნებას.
რაც შეეხება დაშავებულებს, 4-დან 1-ის მდგომარეობა ისევ მძიმეა. როგორც ცნობილია, მას სხეულის 60% აქვს დამწვარი.
16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ გაზის დაგროვებამ გამოიწვია.
კომენტარები
