აშშ სირიიდან გაყვანილ ჯარისკაცებს სავარაუდოდ დასავლეთ ერაყში გაგზავნის, იტყობინება Reuters-ი ქვეყნის თავდაცვის მდივნის განცხადებაზე დაყრდნობით.
მარკ ესპერის თქმით, ჯარისკაცები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას. თუმცა თავდაცვის მდივანმა ისიც განაცხადა, რომ ვაშინგტონის გეგმა შესაძლოა, შეიცვალოს.
მისივე განცხადებით, სირიიდან 1000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის პროცესი რამდენიმე კვირაში დასრულდება.
აშშ-მ ჩრდილოეთ სირიიდან ჯარების გაყვანა თურქეთის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შედმეგ გადაწყვიტა.
კომენტარები