ბრიტანელ მორის რობინსონს, რომლის სატვირთო მანქანაშიც 39 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს, ბრალდება მკვლელობის მუხლით წაუყენეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პოლიცია 25 წლის მძღოლს ტრეფიკინგში, არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს. რობინსონი სასამართლოს წინაშე 28 ოქტომბერს წარდგება.
რობინსონის გარდა საქმეზე კიდევ 3 ადამიანია დაკავებული: 2 კაცი და ერთი ქალი. ბრიტანული მედია კიდევ ერთი მძღოლის დაკავებაზე წერს, თუმცა მისი კავშირი მიგრანტების გარდაცვალებასთან ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული.
ესექსის საგრაფოში სატვირთო მანქანის კონტეინერში 31 კაცისა და 8 ქალის ცხედარი 23 ოქტომბერს იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის ვიეტნამის მოქალაქეები იყვნენ. ცხედრების იდენტიფიკაციაში დახმარების თხოვნით პოლიციამ ვიეტნამის საელჩოს მიმართა. მომხდართან დაკავშირებით 4 ადამიანი დააკავეს.
