ქართველი ემიგრანტების ნაწილი სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის დასახმარებლად გაწეულ ქველმოქმედებას ეხმიანება. ემიგრანტების აღშფოთება გამოიწვია ანიტა რაჭველიშვილის პოსტმა, სადაც ის ბერა ივანიშვილის მიმართავდა.
“ექსკლუზივ ნიუსი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
“ბრაზილიაში ამაზონის ტყეების იტორიაში არნახული ხანძარი მძვინვარებს.ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება როგორც ადგილობრივ მცხოვრებს და ტყის ბინადართა,ასევე გლობალურ კლიმატს.მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავმა ადამიანმა გაიღო თანხა ამაზონის ტყეების – ,, მსოფლიოს ფილტვების” გადასარჩენად.
მათ შორის არის ბერა ივანიშვილი, ქართველი მომღერალი, რეპერი და კომპოზიტორი.
ბერა საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის უდიდესი ქველმოქმედის და მილიარდელის ბიძინა ივანიშვილის ვაჟია.
ბერამ ამაზონის ტყეების დახმარების ფონდს I.S.A-ში 1,1 მილიონი დოლარი გადარიცხა. ჩვენ, ქართველი ემიგრანტები ვამაყობთ ამით, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად, ბერას ეს კეთილშობილური აქტი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ქართველმა საოპერო მომღერალმა, ცნობილმა მეცო-სოპრანომ ანიტა რაჭველიშვილმა.
ის მხოლოდ კრიტიკით არ შემოიფარგლა და სოც.ქსელში სიბრაზითა და სიძულვილით სავსე პოსტი გამოაქვეყნა.
ანიტა სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელია და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ის უხეშ და დამამცირებელ ფრაზებს იყენებს ივანიშვილების ოჯახის მიმართ, შეურაცხყოფას აყენებს ახალგაზრდა ბიჭს.
ჩვენ, ქართველი ემიგრანტები ღრმად შეშფოთებულები ვართ ანიტას მიერ სოცქსელებში სიძულვილის ენის შემცვლელი პოსტების გავრცელების გამო.
გვწამს და ვფიქრობთ მის მეგობრებს და კოლეგებს ექნებათ ადეკვატური რეაქცია და დაგმობენ მის საქციელს!
სიტყვის თავისუფლება არ გვაძლევს სხვისი შეურაცყოფის უფლებას.
ანიტა, სირცხვილია!, – ნათქვამია ქართველი ემიგრანტების წერილში.
