მეუფე იაკობი იმედგაცრუებული და ხელმოცარული ადამიანია,- ასე გამოეხმაურა თეოლოგი და რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი, გიორგი ტიგინაშვილი მეუფე იაკობის გუშინდელ განცხადებას.
“მეუფე იაკობის შემთხვევაში საქმე გვაქვს რეალურად განაწყენებულ, დაბოღმილ, გაეგოისტებულ ადამიანთან, რომელიც არის იმედგაცრუებული და ხელმოცარული. მას ალაპარაკებს პირადი ფრუსტაცია, რამეთუ “ქართული ოცნების” გარკვეული შტო პირდებოდა მას, რომ იგი დასახელდებოდა მოსაყდრის თანამდებობაზე”,- აღნიშნა ტიგინაშვილმა.
ცნობისთვის, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენებას სთავაზობდნენ. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები სხვა მეუფეებთანაც გაიმართა.
კომენტარები
