გემიდან პირველი გარბიან ვირთხები, ბოლომდე კი რჩება კაპიტანი, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.
დეკანოზი ამგვარად, სავარაუდოდ, ბოლო პერიოდის მოვლენებს ეხმაურება.
„ცნობილი იყო და ხშირად დაწერილა კიდეც, რომ გემიდან პირველი გარბიან ვირთხები (რომლებსაც მოეჩვენათ, რომ დროა, თავს უშველონ), ბოლომდე კი რჩება კაპიტანი. რაც უნდა იყოს, მე კაპიტანთან დარჩენას ვარჩევდი, რატომღაც ეგ უფრო მაინტერესებს“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.
კომენტარები
