საქართველოში 28 ოქტომბერს, პირველად, პოლონური ფილმების ფესტივალი „ვისლა“ გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი თბილისში, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში, იანუშ კონდრატიუკის ფილმის „როგორც ძაღლი კატასთან“ ჩვენებით გაიხსნება.
ფესტივალი 31 ოქტომბერს დაიხურება და დასწრება ფილმის ყველა ჩვენებაზე თავისუფალი იქნება.
„ვისლას“ სრული პროგრამა შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე ნახოთ.
კომენტარები