პრაიმტაიმის ინფორმაციით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მეხუთე სართულზე ერთ-ერთ ბინაში მოხდა.
ბინის მეპატრონე 77 წლის ვიტალი კამალოვია.
ინფორმირებული წყაროს ცნობით, საკუთარ ბინაში შესულმა კამალოვმა ასანთს გაკრა და აფეთქება სწორედ ამას მოჰყვა.
ის ამჟამად ხიჩინაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება. მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და 30 სახანძრო ბრიგადა. სამართალდამცველები მეზობელი კორპუსიდან მოსახლეობას გარეთ გამოსვლას არ ურჩევენ.
კომენტარები
