კასპში ძლიერმა სეტყვამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. სტიქიამ განსაკუთრებით სოფლები – ნოსტე და ერთაწმინდა დააზარალა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სეტყვა ხანგრძლივი და ინტენსიური იყო, რის გამოც მოსავლის 80% განადგურდა.
ძლიერმა ნალექმა რამდენიმე ადგილას ნიაღვარი გამოიწვია – მოსახლეობა ამბობს, რომ გადარეცხილია ჰექტრობით მიწა, სადაც ნათესები იყო.
ზარალის დათვლას ადგილობრივი ხელისუფლება დღეიდან დაიწყებს. დღესვე უნდა გადაწყდეს რა ფორმით მოხდება დაზარალებულების დახმარება.
კომენტარები