დღემდე ვერც ბიზნესმა და ვერც სახელმწიფომ წყალტუბოს მასშტაბი ვერ დაძლია და ვერ დაუბრუნა ამ ქალაქს თავისი დანიშნულება და მასშტაბი, – ასე დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი ისევე წარმატებულად განხორციელდება, როგორც ყველა საქმე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს.
“ყველასთვის ცნობილია, რომ წყალტუბო არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, რომელიც თავის დროზე საერთაშორისო დონის კურორტი იყო, თუმცა გასაგები მიზეზების გამო, უკანასკნელი 30 წლის მანძილზე პრაქტიკულად მიტოვებული და გავერანებულია. სამწუხაროდ, დღემდე ვერც ბიზნესმა და ვერც სახელმწიფომ, მცდელობის მიუხედავად, წყალტუბოს მასშტაბი ვერ დაძლია და ვერ დაუბრუნა ამ ქალაქს თავისი დანიშნულება და მასშტაბი. მეამაყება, რომ ამ საქმეს ბიძინა ივანიშვილმა მოჰკიდა ხელი და დარწმუნებული ვარ, რომ წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდება ისევე, წარმატებულად, როგორც ყველა საქმე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს”, – განაცხადა პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის შეფასებისას.
დღეს პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა განცხადება, სადაც წყალტუბოს აღორძინების პროექტზეა საუბარი.
