დაახლოებით 40-წლამდე ასაკის მამაკაცს, ქურდობის ფაქტზე, 11 ეპიზოდზე ედავებიან. საქმეს გორის რაიონული სასამართლო განიხილავს. ინფორმაციას ქარტლი.გე ავრცელებს.
ბრალდებულის მეუღლე აცხადებს, რომ დაზარალებულები დანაშაულს იგონებენ. მთავარი დაზარალებული კი ამბობს, რომ ის პირადად შეესწრო ქურდობის ფაქტს:
„ჩვენ ბერბუკის დასახლებაში ვცხოვრობთ. მაგ ბიჭს ხურვალეთის დასახლებაშიც მოუპარია რაღაცეები. რაც მოხვდებოდა ხელში, ყველაფერს იპარავდა – ჭურჭელს, კოვზებს, სამკაულებს. ჩვენს ბინაში იყო შესული. მიჰქონდა ტრუსიკი, მობილური და რა ვიცი, კიდევ რა“, – ამბობს დაზარალებული ქალბატონი.
გამოცემასთან პროკურორი ამბობს, რომ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს იმისთვის, რათა ბრალდებულს დანაშაული დაუმტკიცდეს. კითხვაზე, თუ რა ნივთების ქურდობაზე საუბარი, აღნიშნა, რომ ზემოთჩამოთვლილ საგნების გარდა, დაკარგულია ფულადი თანხებიც.
