ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) განმარტავს, თუ რატომ არ ესწრება სინოდის დღევანდელ სხდომას.
„საეკლესიო დებულების თანახმად, წერილობით მივმართე წმინდა სინოდის თავმჯდომარეს და ამ წერილში მივუთითეთ მიზეზი ჩემი არყოფნის. ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც სინოდის სხდომას არ ვესწრები ამ 24 წლის განმავლობაში, ერთხელ, როდესაც არ ვიმყოფებოდი საქართველოში და ახლა მეორედ, როცა მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება და თავისთავად ცხადია, ეს არის მიზეზი ჩემი არდასწრების“, – განუცხდა ჟურნალისტებს მეუფე გრიგოლმა.
მისი თქმით, ფოთში, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი იმყოფება სტუმრად.
„ეს ღონისძიება დაგეგმილი იყო მიმდინარე წლის დასაწყისიდან და ჩვენი სტუმარი ხვალ მიემგზავრება, ამიტომ შესაბამისად, შეუძლებელი იყო ამ ღონისძიების დატოვება. თუმცა, ჩემი არყოფნა ვფიქრობ, მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს სინოდის გადაწყვეტილებებზე. ვფიქრობ, სინოდი მაქსიმალური შემადგენლობით არის შეკრებილი და იმსჯელებენ ალბათ საკითხებზე, რასაც მისი უწმინდესობა დააყენებს დღის წესრიგში“, – განუცხდა ჟურნალისტებს მეუფე გრიგოლმა.
