გამოვედი მეუფე პეტრეს წინააღმდეგ და ვამბობდი, რომ მას უნდოდა პატრიარქის მოკვდინება, – ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
“როდესაც გამოვედი მეუფე პეტრეს წინააღმდეგ და ვამბობდი, რომ მას უნდოდა პატრიარქის მოკვდინება, მას უნდა მისი სულიერი და ფიზიკური მკვლელობა, სწორედ ამ სიბინძურეზე მქონდა აქცენტი. სამწუხაროდ, ვერც გავიმეორებდი და ღმერთმა დამიფაროს ის სიტყვები და ის ბინძური ცილისწამება მეთქვა, რომელიც მაშინ მან იკადრა. მაშინ ვთქვი, რომ მას უნდა პატრიარქის მკვლელობა. შეიძლებოდა ადამიანს გულიც კი გასკდომობა იმ ცილისწამებისათვის, რომელიც ბოროტმა ვერ დაითმინა და თავისი ბაგეებიდან ათქმევინა”, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
კომენტარები
