საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვინც პატრიარქს არ დაემორჩილება ის შეცდომას უშვებს.
“სირცხვილი იმას, ვინც კითხვას სვამს ვინ არის პატრიარქი. ვინც პატრიარქს არ დაემორჩილება შეცდომას უშვებს, საქართველოს წინააღმდეგ მიდის. ვილოცოთ, რომ გადარჩეს მეუფე პეტრე ცოდვისაგან და დაადგეს სინანულის გზას,”- განაცხადა მეუფე დანიელმა.
ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას განცხადებით, მან მიიღო ინფორმაცია საპატრიარქოდან, რომ მისი თხოვნა ილია მეორემ არ დააკმაყოფილა.
ყოფილი მიტროპოლიტის არჩევანი და თხოვნა იყო ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში განწესება. გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ საპატრიარქოდან ჩამოვა კომისია, მამა ანდრიას ხელმძღვანელობით და მოხდება ქონების გადაბარება.
