„გაუფრთხილდით სამშობლოს და ეკლესიას“, ამ სიტყვებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს წირვის დასრულების შემდეგ მიმართა.
„ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება. მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან. გაუფრთხილდით სამშობლოს და ეკლესიას.
ამაშია ძალა ქართველი ერისა. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ დღეს სახარებიდან წაიკითხოთ ერთი თავი მთელ საქართველოში, ეს მოგცემთ მადლს და წყალობას. დალოცვილი იყავით. მადლობელი ვარ თანადგომისათვის. თანადგომა გამოიჩინეს სხვა რელიგიების წარმომადგენლებმაც, მუსლიმებმა და სხვებმა. გაიხარეთ, ჩვენთან არს ღმერთი“, – მიმართა პატრიარქმა მრევლს.
კომენტარები
