უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ლაშა ქოჩიაშვილმა თინა ბოკუჩავას შეკითხვის საპასუხოდ თქვა, რომ „სიდედრი ოჯახის წევრი არ არის“.
ენმ-ს ინფორმაციით, მოსამართლის სიდედრს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ შემოწირულობა აქვს გაკეთებული.
„სიდედრი ოჯახის წევრი არ არის. ფიქრია კამლაძეს აქვს გაკეთებული შემოწირულობა, როგორც შემდეგ გახდა ჩემთვის ცნობილი. იგივე წარმატებით, შეიძლება თქვენს ნათესავსაც ჰქონდეს შეწირულობა გაკეთებული და არ იცოდეთ. ეს არაფერზე არ მიუთითებს“, – განაცხადა ქოჩიაშვილმა.
კომენტარები
