პროექტ „ახალი ტფილისის ფარგლებში, რეაბილიტირებულ ორბელიანის მოედანზე ყვავილების პავილიონის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა.
ყვავილების პავილიონის სამშენებლო სამუშაოები სამშენებლო კომპანია “ანაგმა” განახორციელა.
სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და 5 თვეში დასრულდა.
პროექტის ღირებულებამ 1.285.000 ლარი შეადგინა, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
პროექტის განხორციელების შედეგად თვითდასაქმებული 90-მდე მეყვავილე უსასყიდლოდ აგრძელებს ახალ, კეთილმოწყობილ სივრცეში საქმიანობას.




კომენტარები
