“ჩვენი მიზანია ფილმის ჩვენების ჩაშლა კომბლების, ჯოხების და რტყმევის გარეშე,” – ამის შესახებ გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის ჩაშლას კინოთეატრ “კავეაში”, “თბილისი მოლის” და ასევე, “ისთ პოინთის” ტერიტორიაზე აპირებს.
ფალავანდიშვილის თქმით, ქართულ-შვედური ფილმი სიბინძურის დემონსტრირებაა და ფილმის პრემიერა აუცილებლად ფიზიკური შეხების გარეშე უნდა ჩაიშალოს.
გურამ ფალავანდიშვილი ფილმის ჩვენებაზე პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას აკისრებს.
„ვაპირებ, არაძალადობრივად გამოვრთო ფილმი და მოვაწყო პიკეტირება. თუ არ შეგვიშვეს, აწეული ხელებით მაინც შევალთ. მქონდა იდეა, დავმჯდარიყავი კინოთეატრში. თუ შსს-ის უნდა და იცავს ეკლესიის, ერის, ყველაფრის მიუხედავად ამ ფილმის გაშვებას, ხელებაწეულები შევეცდებით, ამას შევეწინააღმდეგოთ. ამ ფილმის გაშვება არის საშინელება. თუ ამ სამი დღის განმავლობაში მაინც გაიმართება ფილმის ჩვენება, პასუხი მთავრობას უნდა მოვთხოვოთ“, – აცხადებს გურამ ფალავანდიშვილი.
