ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, მეუფე იობს მიმართავს, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას წყევლა მოუხსნას, ამის შესახებ მეუფე პეტრემ “მთავარ არხთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.
“მე არ მეპარება ეჭვი მის გულწრფელობაში და ჩემთვისაც არ არის უცხო. მე გულისხმიერად მოვეკიდე გიორგი გაბუნიას ამ აღიარებას. მივმართავ ჩემს უფროს ძმას, ქრისტესმიერს, მიტროპოლიტ იობს, გაითვალისწინოს მისი სიყმაწვილეში დაბრკოლება საქართველოს ეკლესიაში სასულიერო პირის მხრიდან და გიორგი გაბუნიას მოუხსნას წყევლა-კრულვა“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.
შეგახასენებთ, 31 ოქტომბერს სინოდის სხდომის შემდეგ, საპატრიარქოში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან განაყენეს. მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.
კომენტარები