ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
კოლეგებო, სტუდენტებო, მეგობრებო! როგორც იცით, უკანონოდ დაპატიმრებულ ცნობილ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს უკვე მისჯილი აქვს 2-თვიანი პატიმრობა. საჭიროა, რომ მისი გათავისუფლების პერმანენტული მოთხოვნების პარალელურად, ვაჟა ღირსეულ პირობებში იყოს. როგორც ვიცით, მას არ აქვს გამოსაცვლელი სუფთა ტანსაცმელი, საჭმელი…
საჭიროა წესიერი ადამიანის პოვნა ცხინვალში, რომელსაც ოჯახი მიაწოდებს საჭირო ნივთებს ან ფულს. ცოტა სახიფათოა, რომ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს ჩაუვარდეთ თანხა ხელში. ხომ არ იცნობთ მოჭიდავეებს, ექიმებს, პაციენტებს ან ღირსეულ მოქალაქეს, რომელსაც თქვენ ენდობით და შეეძლება ვაჟასთვის ციხეში ლეგალურად ამანათის გადაცემა? Giorgi Merebashvili
კომენტარები
