ასტამურ შამბა, იგივე “ასტიკა” და მისი თანმხლები გოგონა დაიჭრნენ სოხუმში, სანაპიროზე მდებარე რესტორან “სან რემოს” სიახლოვეს გახსნილი ცეცხლის შედეგად: უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ისროლეს.
შემთხვევის ადგილზე აფხაზური მილიციაა მობილიზებული, ადგილზე ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდასხმის მოტივად პირადი შურისძიება სახელდება, შესაძლოა, შემთხვევა კრიმინალურ სამყაროში “ასტიკას” გავლენის შესუსტებასაც ისახავდეს მიზნად.
კომენტარები
