1993 წელს მოკლული მხედრიონელის, ზაზა ვეფხვაძის და, მია ვეფხვაძე მთავარი არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის და „ვერის საძმოს“ ყოფილი წევრის, ჟორიკა (გიორგი) რურუას დაკავებას ეხმაურება და წერს:
„იარაღი ჩაუდიათ თურმე, ამ ლილიპუტი, ცივსისხლიანი მკვლელი ჟორიკასთვის!
19 წლის უდანაშაულო შვილი, რატომ მომიკალით?!
იმიტომ, რომ ჩემი ძმა ჩამოგეყვანათ მოსკოვიდან და ისიც, მოგეკლათ?!
წყეულიმც იყავთ ვერის საძმოვ, თქვენგან მოკლული ბიჭების დედების ცოდვით!!!
რურუებო, ტილიკებო, ზარალებო, ზამთარაძეებო, ლერი სულაბერიძე მკვლელო და “მოროდიორო”…
გამწარდით ჩემსავით ჯაბას გამოზრდილო მკვლელო მახინჯებოოოოოოო!
ყველა მკვლელობაზე პასუხი აგებინეთ ამ მკვლელ გიენებსს!“,-წერს მია ვეფხვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
კომენტარები